logo
ENG



ფრანგი აქტივისტის თქმით, კურორტ ბიარიცში პუტინის ვილა "შტურმით აიღეს"

14 მარ 202211:25
3 წუთის საკითხავი
 
ფრანგი აქტივისტის თქმით, კურორტ ბიარიცში პუტინის ვილა "შტურმით აიღეს"
Pierre Haffner / FB

ადგილობრივი აქტივისტი პიერ აფრენი აცხადებს, რომ საფრანგეთის საკურორტო ქალაქ ბიარიცში, ვლადიმერ პუტინის ვილა "შტურმით აიღეს". იგი ფეისბუქზე ვიდეოს ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ ზღვისპირა ვილის აივანზე და სახლის ოთახებში უკრაინის დროშით ხელში დგას. 

გამოცემა Insider-თან საუბარში აქტივისტი აცხადებს, რომ მან ბიარიცში, ვლადიმერ პუტინის ქალიშვილის ვილას საკეტები გამოუცვალა და სახლი ახლა მზადაა, მიიღოს პუტინის რეჟიმისგან გამოქცეული ლტოლვილები, ძირითადად, უკრაინელი ლტოლვილები.


close დახურვა